четверг, 20 декабря 2012 г.

პროექტი 3. გამწვანებული საქართველო

          



პროექტის მიზანი : პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობას ვასწავლოთ და გავუძლიეროთ სიყვარული გარემომცველი სამყაროს,  კონკრეტულად კი მწვანე საფარის მიმართ, რამეთუ გარემო ჩვენი მთავარი სახლია და მისი ყოველი მცირედი დაზიანებაც კი უარყოფითად მოქმედებს თვითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების პირობებზე.




პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა : პროექტი აქტუალურია რადგანაც მიზნად ისახავს დაზიანებული გარემოს დაცვას მრავალრიცხოვანი, მაღალი შემართების მქონე ახალგაზრდა თაობისაგან, რომელთაც იმედია ჩვევად გადაექცევათ ამგვარი საქმეების სამომავლოდ შესრულება, ეს კი დაიცავს, შეინარჩუნებს და გაალამაზებს ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაჩანაგებულ ბუნებას. ახალგაზრდებს კი  ჩამოუყალიბდებათ მზრუნველობის, დაუმორჩილებლობის, ცუდთან შეუგუებლობის, საკუთარი შესაძლებლობების გააზრებისა და გამოყენების უნარ- ჩვევები, ექნებათ მიზანი და უკეთესობისაკენ სვლის მოთხოვნილება.



პროექტის მიზნები და შედეგები :   პროექტის  საფეხურებრივი მიზნებია: შექმნილი სიტუაციის გააზრება, მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტა,  გადაჭრის გზების ძიება,  საუკეთესო, შედარებით სწრაფი, მომგებიანი და ლამაზი ვარიანტის შერჩევა, პრაქტიკულად  პროექტის განხორციელება.  პროექტის განხორციელების შემდეგ აღმოცენდება და დაირგვება მუდმივ ადგილას მრავალი ძირი კედარი, რომელიც გაამყარებს მეწყერსაშიშ ტერიტორიებს, გაუდაბნოებისაგან დაიცავს ,ასეულობით წლები გაალამაზებს აღნიშნულ ტერიტორიებს და მომავლისათვის შექმნის საუკეთესო სამშენებლო და სამკურნალო მასალას. ახალგაზრდა თაობას კი განუვითარდებათ ზემოთხსენებული უნარები.

ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ  განვითარებაზე, დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციის პროცესს.
  • ატარებს ცდას ან აკვირდება არსებობისათვის ბრძოლის მიმდინარეობას ზრდის/განვითარების მაგალითზე მცენარის (მაგ., ორ ქოთანში ეულად და მჭიდროდ აღმოცენებულ მცენარე; ტყეში არაერთგვაროვნად განვითარებული ასაკოვანი ხემცენარეები). მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ფოტომასალა);
  • ბიოლ.IX.8.მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის
    კომპონენტებს  შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე
    ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    განარჩევს მცენარეებსა და ცხოველებზე მოქმედ ძირითად გარემო ფაქტორებს (მაგ., ტემპერატურა, განათება, წყალი, საკვები ნივთიერებები).
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა  ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
·         აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით;
·         ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების   მაგალითებს, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
·         მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას;
·         იკვლევს საქართველოში გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებების მიზეზების შესახებ, აგროვებს ინფორმაციას მათი პროფილაქტიკის საშუალებებზე და აკეთებს პრეზენტაციას.


შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატება შემოწმდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაკვირვებით: კვლევის მიზნის, საჭირო მასალის განსაზღვრით, კვლევის მიმდინარეობის აღწერით, ინფორმაციის მოძიებით, მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობით, დახარისხების უნარით, ინფორმაციის ანალიზით, თვალსაჩინოებების გამოყენებით, შეკითხვებზე პასუხით, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, ურთიერთთანამშრომლობით, აუდიტორიასთან კონტაქტით, ბიბლიოთეკის გამოყენებით, გამოჩენილ პიროვნებებთან და უფროს თაობასთან თანამშრომლობით.
შეფასება მოხდება როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი შეფასებით, მოსწავლეები წინასწარ პროექტის დაწყებამდე ეცნობიან განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკას. იხ. თანდართული რუბრიკა.

რა საწყის ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები
მათ უკვე უნდა იცოდნენ შაქრის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, იმ რეაქტივების ქიმიური თვისებები რომლებსაც იყენებს შაქრის წარმოება, უნარ-ჩვევებიდან უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, თანამშრომლობა, თვალსაჩინოების შექმნა.

რესურსები:
 ენციკლოპედია, საძიებო სისტემა www.google.com, www.youtube.com, www.wikipedia.org.




,, ჩვენ ვერ დაველოდებით ბუნების მოწყალებას, ჩვენი ამოცანაა წავართვათ იგი მას!,,












                                       

Комментариев нет:

Отправить комментарий