რა ფაქტორებმა განაპირობა შაქრის ღირებულების მომატება?
დასახელებული რამოდენიმე თემიდან არჩევნების გზით შევარჩიეთ საპროექტო თემა: რა ფაქტორებმა განაპირობა შაქრის ფასის მომატება? დაკონრეტების მიზნით თემის ირგვლივ დავსვით რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა:
1. რა არის შაქარი?
2. რა ითვლება შაქრის ნედლეულად?
3. რომელი ქვეყნები აწარმოებენ ძირითადად შაქარს?
4. შაქარი ბუნებრივი ნივთიერებაა თუ სინთეზური?
5. რა რეაგენტები და ქიმიური რეაქციები გამოიყენება შაქრის წარმოებაში?
6. თუ არსებობს შაქრის მიღების სინთეზური მეთოდი?
7. როგორ შეიცვალა უკანასკნელ წლებში შაქრის ფასი და რამ გამოიწვია ფასის ასეთი ცვლილება?
8. რა გზით შეიძლება ფასის დაკლება?
მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს პროექტი აქტუალურია რადგანაც ეხება ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემას, მოსწავლეებს აწვდის რეალურ ინფორმაციას შაქრის ფასის მომატებასთან დაკავშირებით, მოსწავლეები ეცნობიან შაქრის წარმოების პროცესს, ეცნობიან სტატისტიკურ მონაცემებს, მოიძიებენ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას (დიაგრამები, ტექსტური ფაილები, სურათები, ვიდეო ფაილები), წარმატებით გამოიყენებენ მოპოვებულ ინფორმაციას პრეზენტაციისათვის, ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას, დასკვნის გაკეთებას.
მიზნები და შედეგები
პროექტის მიზანია გავარკვიოთ მოსწავლეები თუ რა განაპირობებს შაქრის მაღალ ფასს, ვასწავლოთ მათ საკითხთან დაკავშირებული რეალური შეხედულების ჩამოყალიბების გზები და საშუალებები.
პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მიაღწევენ შედეგებს: შეეძლებათ სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, დაჯგუფება, დახარისხება, თვალსაჩინოების მიზნობრივად გამოყენება, ინფორმაციის სწორად ორგანიზება, თემის მოკლედ და გასაგებად წარმოდგენა, გაუუმჯობესდებათ კომუნიკაციის და დასკვნის გაკეთების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმა: ბუნ x 14. იკვლევს თუ რა ნივთიერებები გამოიყენება საკვებში,ყოველდღიური მოხმარების საგნებში, მონაცემებს აჯგუფებს, წარმოადგენს ცხრილის სახით აანალიზებს და ადგენს, ამ ნივთიერებებიდან რომელია ბუნებრივი და რომელი–სინთეზური. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სქემატურად გამოსახავს ზოგიერთი პროდუქტის მიღების ეტაპებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატება შემოწმდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაკვირვებით: კვლევის მიზნის, საჭირო მასალის განსაზღვრით, კვლევის მიმდინარეობის აღწერით, ინფორმაციის მოძიებით, მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობით, დახარისხების უნარით, ინფორმაციის ანალიზით, თვალსაჩინოებების გამოყენებით, შეკითხვებზე პასუხით, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, ურთიერთთანამშრომლობით, აუდიტორიასთან კონტაქტით, ბიბლიოთეკის გამოყენებით, გამოჩენილ პიროვნებებთან და უფროს თაობასთან თანამშრომლობით.
შეფასება მოხდება როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი შეფასებით, მოსწავლეები წინასწარ პროექტის დაწყებამდე ეცნობიან განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკას. იხ. თანდართული რუბრიკა.
რა საწყის ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები
მათ უკვე უნდა იცოდნენ შაქრის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, იმ რეაქტივების ქიმიური თვისებები რომლებსაც იყენებს შაქრის წარმოება, უნარ-ჩვევებიდან უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, თანამშრომლობა, თვალსაჩინოების შექმნა.
რესურსები:
x კლასის ქიმიის სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, საძიებო სისტემა www.google.com, www.youtube.com, www.wikipedia.org.
მსვლელობა
1. შევარჩევთ საპრეზენტაციო თემას და დავსვამთ მნიშვნელოვან კითხვებს.
2. ჩამოვაყალიბებთ 5 მოსწავლისაგან შემდგარ საპროექტო ჯგუფს, ისეთი შერჩევით რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე.
3. შევიმუშავებთ ერთობლივად პროექტის შესასრულებლად საჭირო გეგმას (ძიების საგანი, პროექტის ხანგრძლივობა, მოქმედებათა თანმიმდევრობა, გამოსაყენებელი მასალები).
4. გავარკვევთ თითოეული მოსწავლის ფუნქციებს და მოვალეობებს, ავირჩევთ ჯგუფის ლიდერს.
5. აქტივობებს გამოვიყენებთ შემდეგი თანმიმდევრობით:
მასალის მოძიება,
საუკეთესო და გამოსადეგი მასალის შერჩევა,თვალსაჩინოებების შექმნა
ტექსტზე მუშაობა,
მოპოვებული ინფორმაციის აზრობლივად დალაგება,
პრეზენტაცია:
კითხვა–პასუხი,
შეჯამება და დასკვნის გაკეთება.
6. პრეზენტაციას წარმოვადგენთ Microsoft Office PowerPoint–ით.
7. შევქმნით შეფასების რუბრიკას.
მიზნობრივი ჯგუფი: x კლასის მოსწავლეები.
პროექტის შესასრულებლად საჭირო დრო : 14 დღე .
Комментариев нет:
Отправить комментарий